არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი, კანონი, თავისუფლებას" თავმჯდომარე, გიორგი ჭულუხაძე და აღმასრულებებლი დირექტორი, ნიკოლოზ მაღალდაძე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველ მოადგილეს, კობა არაბულს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა როგორც გუბერნიაში არსებული პრობლემები, ასევე სამომავლო პროექტები. კობა არაბულის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ გუბერნატორის ფუნქცია თითქმის დაკარგული იყო და ამასთან სამხარეო სამსახურებთან კოორდინირებულად მუშაობის კულტურა არ არსებობდა იმ თვალსაზრისით, რომ რწმუნებულებს პირდაპირი კავშირი ქონდათ სახელმწიფო უწყებებთან და გუბერნატორის გვერდის ავლით ხდებოდა რიგი გადაწყვეტილებების მიღება, მოხდა გუბერნატორის სამსახურის სტრუქტურული ოპტიმიზაცია. აღნიშნულმა მოსახლეობას გაუჩინა დამატებითი საფეხური პრობლემების მოსაგვარებლად. მნიშვნელოვანია, რომ საკადრო ცვლილებები არ განხორციელებულა და ატესტაციის საფუძველზე ყველა თანამშრომელმა დაკავებული პოზიცია შეინარჩუნა. კობა არაბულის თქმით მთიანი რელიეფიდან გამომდინარე რეგიონი სპეციფიურია, ამდენად პრობლემატურია დეპოპულაციის, მიგრაციის, მოსახლეობის დაბერების პროცესების კუთხით. ამდენად უნდა განხორციელდეს განსხვავებული, აბსოლიტურად ჩამოყალიბებული, ღია, საზოგადოებასთან შეთანხმებული პოლიტიკა. როგორც ორგანიზაციისათვის გახდა ცნობილი, პრობლემას წარმოადგენს სამოქალაქო განათლების დონე გუბერნიაში.
„მოხდება ადგილობრივი რესურსების გამოცოცხლება და ახალგაზრდა სპეცალისტების მაქსიმალური ჩართულობა რეგიონის განვითარების საკითხებში. ამ კუთხით, მიმდინარე წელს დაიწყება პროფესიული კოლეჯების აღდგენა და ხელი შეეწყობა პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამოყალიბება-განვითარებას" - აცხადებს კობა არაბული.
აქვე აღსანიშნავია, რომ როგორც გუბერნატორი ასევე მოადგილე გამოთქვამს სურვილს ჩაერთოს ახალგაზრდები გუბერნიის ცხოვრებაში. ამ კონკრეტული საკითხის ირგვლივ ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება" და ბატონი კობა არაბული შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იზრუნებენ კვალიპიციური ადგილობრივი ახალგაზრდა კადრების მოძიებისთვის, რათა შემდგომ მათი ინტეგრირება მოხდეს ყველა მუნიციპალურ უწყებაში.
აღსანიშნავია, რომ რეგიონში ტურიზმის განვითარების კუთხით ჩამოყალიბდება განსხვავებული კონცეფცია, რომელიც მორგებული იქნება რეგიონში არსებულ რეალობას.
შეხვედრისას ხაზი გაესვა იმ ძირითად მიმართულებებს, რომელთა განხორციელებაც პრიორიტეტულად მიიჩნევა მიმდინარე წელს. კერძოდ, ზღვის დონიდან 2900 მ-ზე არხოტზე გადასასვლელი გზა, ასევე თიანეთი-ჟინვალის და ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი გზები. განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც შეეხება ჟინვალის, ბარისახოსა და შატილის მიმართულებით გზების მოწესრიგებას. გამოიცვლება და გაიმართება სანიაღვრე და საირიგაციო სისტემები. გამომდინარე იქიდან, რომ გუბერნიის სიცოცხლისუნარიანობა დიდწილად დამოკიდებულია სოფლის მეურნეობაზე, ამ სფეროს განვითარებისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი თანხები.
ორგანიზაცია მიესალმება ახალ მიდგომებს, რომელიც ითვალისწინებს ყველა პირობის შექმნას მთაში მკვიდრი მაცხოვრებლებისთვის, რათა არ მოხდეს მთიანი სოფლების დაცლა მოსახლეობისგან. რეგიონში დაგეგმილია ჩატარდეს კვლევა, რომელიც დადებს რეალურ სურათს, რომლის საფუძველზეც განხორციელდება რეგიონის სპეციფიკაზე მორგებული პროექტები.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება" და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია სამომავლლო ურთიერთთანამშრომლობის ფორმატის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.