უკრაინის იუსტიციის მინისტრი ელენა პუკაჩი ოპოზიციას კიევის ქუჩებში სასაკლაოს მოწყობაში ადანაშაულებს და კონფლიქტის ესკალაციაზე სრულ პასუხისმგებლობას ასევე ოპოზიციის ლიდერებს აკისრებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესამსახური ავრცელებს.
პუკაჩი აცხადებს, რომ უკრაინაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დარეგულირების სამუსაო ჯგუფის მონაწილეები ოპოზიციის მხრიდან განხორციელებილ დარღვევებზე საუბრობენ და შექმილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობას მათ აკისრებენ.
„პროტესტი, რომელიც გუშინ ოპოზიციამ მშვიდობიან აქციად დააანონსა დღეს ექსტრემიტების ღია და შეაიარაღებული იერიშით დაიწყო. ოპოზიციამ უკრაინის პრეზიდენტის, ევროკავშირის ლიდერების, აშშ-სა და რუსეთის მოწოდებები უარყო",_ განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ პოზიციის ლიდერების ქმედებებმა უკრაინაში სამოქალაქო მშვიდობა და მისი მომავალი საფრთხის ქვეშ დააყენა.
მასალის გამოყენების პირობები