კიევში ინსტიტუტსკაიას ქუჩაზე ბარიკადებთან ახლოს მკვდარი ადამიანი აგდია.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მას იქვე მყოფი „ბერკუტის" წარმომადგენლები არავითარ ყურადღებას არ აქცევენ.
ისინი ბარიკადების დაშლითა და იქ წყლის ჭავლის მანქანების მიყვანით არიან დაკავებულნი.
კიევში ამჟამად მეტროპოლიტენის მუშაობა სრულიად შეჩერებულია. მაიდანი კი ძალოვნების შტურმისათვის ემზადება.