უკრაინის უშიშროების საბჭო და შს სამინისტრო „წესრიგის დამყარებით" იმუქრება იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია თავის აქტივისტებს არ დაამშვიდებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით მათი ერთობლივი განცხადება რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
უკრაინის უშიშროების საბჭო და შს სამინისტრო მოუწოდებს ოპოზიცია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს წინააღმდეგობა და მოლაპარაკებათა მაგიდას დაუბრუნდნენ.
„ექსტრემისტებმა ოპოზიციიდან ზღვარს გადააბიჯეს, ისინი უკრაინის ქუჩებში კლავენ უდანაშაულო ადამიანებს, შურაცხყოფას აყენებენ ქალებს და წვავენ და აფეთქებენ ავტომობილებს.
კიევის ცენტრში ქაოსი იწყება. ოპოზიციის ლიდერები კი ყოველივე ამას ტელეფონებით მართავენ", _ ნათქვამია განცხადებაში.