საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC) ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის კოალიციურ პროექტს - „Black Sea Network for Sustainable Tourism - Strategies for joint tourism marketing and development in the Black Sea region (BS NST)" იწყებს. პროექტი მიზნად ისახავს ეკო და აგრო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას საქართველოში (კერძოდ აჭარის რეგიონში), უკრაინაში, თურქეთში, მოლდოვასა, და ბულგარეთში.
პროექტი დაფინანსებულია „შავი ზღვის აუზის პროგრამა - 2007-2013"-ს მიერ ევროკავშირის ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო პოლიტიკის ინსტრუმენტის (ENPI) ფარგლებში. ეს არის რეგიონალური პროექტი, რომელიც განხორციელდება 18 თვის განმავლობაში 5 ქვეყნის ორგანიზაციების თანამშრომლობით - საქართველო, მოლდოვეთი, უკრაინა, ბულგარეთი და თურქეთი.
საქართველოს მხრიდან პროექტს საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC) ანხორციელებს.
როგორც IBDIPC-ში განმარტავენ, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის რეგიონალური პარტნიორობას ტურიზმისმდგრადი განვითარების და ერთობლივი მარკეტინგული სტრატეგიის და აქტივობების განხორციელებისთვის.
პროექტის აქტივობები მოიცავს: ტურიზმის სფეროში სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული კვლევების, ტურიზმთანდაკავშირებული ტრენინგ-პაკეტების შემუშავებას და ტრენინგების ორგანიზებას, ერთიანი მარკეტინგულისტრატეგიის და ინტერნეტ პორტალის შემუშავება და პროექტის მონაწილე ქვეყნებში გამოცდილებისგაზიარებისთვის სამუშაო ვიზიტების ორგანიზებას. პროექტი ითვალისწინებს ასევე კერძო და სახელმწიფოსექტორის თანამშრომლობის და საერთაშორისო კოოპერაციის კომპონენტების გაძლიერებას.
პროექტის პრეზენტაცია დაგეგმილია 21 თებერვალს, 11.00 საათზე ქ. ბათუმში სასტუმრო „რედისონში", რომელსაც სამთავრობო, არასამთავრობო და ტურიზმის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.