ევრომაიდანის აქტივისტებმა შინაგანი ჯარის 6 სამხედრო ტყვედ აიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ერთ ერთი მათგანი თავშია დაჭრილი.
მას დახმარება ევრომაიდანის მედიკოსებმა აღმოუჩინეს. დატყვევებული სამხედროები აქტივისტებმა მაიდანზე მდებარე ბანაკისკენ წაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომმ დღეს დილიდან კიევში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ძალოვანებს შორის დაპირისპირება კვლავ განხლდა.