„ბერკუტმა" მომიტინგეების მიერ რამდენიმე ხნის წინ ხელში ჩაგდებული რეგიონების პარტიის ოფისი გაათავისუფლა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყოველივე ეს შეტაკებების გარეშე მოხდა. მიუხედავად ამისა, რეგიონების პარტიის შენობასთან კვკავ რჩებიან რადიკალურად განწყობილი აქტივისტები. მათ სახეზე ნიღბები უკეთიათ.
„ბერკუტის" წინა რიგებში დგანან ძალოვნები, რომლებიც რეზინის ტყვიებით არიან შეიარაღებულნი. მათ უკან დაქირავებული მოქალაქეები ე.წ. ტიტუშკები მოჰყვებიან, მათ ხელლი ლითონის მილები უჭირავთ.
„ბერკუტი" დევნის ხალხს და აპატიმრებს. აქტივისტები თანდათან უკან იხევენ.
მასალის გამოყენების პირობები