უკრაინის ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერი ვიტალი კლიჩკო უკრაინის პრეზიდენტისაგან ვიქტორ იანუკოვიჩისაგან დაუყოვნებლივი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. ის ასევე მოუწოდებს პრეზიდენტს მისცეს ბრძანება რეგიონების პარტიის დეპუტატებს ხმა მისცენ 2004 წლის კონსტიტუციის დაბრუნებას.
„მივმართავ პრეზიდენტს იმიტომ, რომ ახლა მასზეა სრული პასუხისმგებლობა და მხოლოდ მას შეუძლია ამ საკითხის გადაწყვეტა. მოვუწოდებ დაუყოვნებლივ დანიშნოს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. მიმაჩნია, რომ ეს ქვეყანაში ტემპერატურას დააგდებს. გააკეთეთ ეს და ეს იქნება გამოსავალი, ეს იქნება მამაცი ნაბიჯი", _ განაცხადა კლიჩკომ და აღნიშნა, რომ ეს ახლა არის ერთადერთი ნაბიჯი იმისათვის, რომ უკრაინაში შექმნილი კრიზისი დაძლეულ იქნეს.
მასალის გამოყენების პირობები