უკრაინის უმაღლეს რადასთან შეტაკებები განახლდა. მილიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, არიან დაჭრილები. მათივე ინფორმაციით, ერთ ერთ აქტივისტს ნაღღმა ხელის მტევანი მოაწყვიტა. დაჭრილთა უმეტესობას ჭრილობები თავში აქვს მიყენებული.
ამავე დროს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა იერიშით აიღეს რეგიონების პარტიის ოფისი. მათ შენობაზე იერიში „მოლოტოვის კოქტეილებით" მიიტანეს, ჩაამსხვრიეს მინები და ახლომდებარე ავტომობილებს დაზიანება მიაყენეს.
მასალის გამოყენების პირობები