„საქსტატის" აღმასრულებელ დირექტორად მერი დაუშვილი დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე მერი დაუშვილის დანიშვნას ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის #406 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დაინიშნოს მერი დაუშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის - საქსტატის აღმასრულებელ დირექტორად ოთხი წლის ვადით"- ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის №41 ბრძანებაში.
მასალის გამოყენების პირობები