90 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კომპოზიტორი მერი დავითაშვილი.
საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი არაერთი ცნობილი ქართული სიმღერის ავტორია. მასვე ეკუთვნის სიმღერები კინოფილმ "მანანასა" და მულტიპლიკაციური ფილმებისათვის - "მტრობა", "ხელმარჯვე ოსტატი", "ჩხიკვთა ქორწილი", "წუნა და წრუწუნა".
მერი დავითაშვილს 20 თებერვალს ქაშუეთის ტაძრიდან გამოასვენებენ.