10 თებერვალს, 13:45 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში" საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მართავს დისკუსიას მრგვალი მაგიდის ფორმატში. შეხვედრის მთავარი თემა იქნება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ მომზადებული „საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების კონცეფცია". შეხვედრას დაესწრებიან მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აზიის განვითარების ბანკის, აშშ-ს საელჩოს, აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესგაერთიანების, კვლევითი ორგანიზაციებისა და კონცეფციის შემუშავებაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები