ხვალ, 10 თებერვალს, 09:00 საათზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სასტუმროში ,,Courtyard Marriott" გახსნის საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, PEMPAL-ის პროგრამის (Public Expenditure Management Peer Assisted Learning) ფარგლებში 10-12 თებერვალს იმუშავებს.
კონფერენციაზე საქართველოს მხარეს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური. ღონისძიებაში მონაწილეობენ სახელმწიფო ხაზინების ხელმძღვანელები და საფინანსო სფეროს სხვა წარმომადგენლები ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის 15 ქვეყნიდან.
PEMPAL-ი (Public Expenditure Management Peer Assisted Learning) პროგრამა დააფუძნა მსოფლიო ბანკმა2005 წელს.
პროგრამის მიზანია, სახელმწიფო ფინანსების მართვის სფეროში დასაქმებულმოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების გზით.
პროგრამა აერთიანებს ცენტრალური აზიისა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 21 ქვეყნისწარმომადგენლებს.