2013-2014 ფინანსურ წლებში, რომელიც მარტში სრულდება, ინდოეთის ეკონომიკა 4,9 %-ით იქნება გაზრდილი. აღნიშნულ მაჩვენებლებს ქვეყნის სტატისტიკური უწყების მიერ გავრცელებული მონაცემები მოწმობს. იმავდროულად, ექსპერტების გათვლებით, საანგარიშო პერიოდში ინდოეთის მშპ 4,7 %-ით იქნება გაზრდილი. Fitch-ის ექსპერტებს კი ინდოეთის ეკონომიკის 4,8%-იანი გზრდის იმედი აქვთ.
აღსანიშნავია, რომ გასული ფინანსური წლის ბოლოს ინდოეთის ეკონომიკა მხოლოდ 4,5 %-ით გაიზარდა, რაც ბოლო 10 წლის მინიმალურ მაჩვენებელს შეადგენდა.
უკანასკნელი 10 წლის მაჩვენებლებით, ინდოეთის ეკონომიკის ზრდის საშუალო მონაცემი 8 %-ია.