საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ქალაქ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი 2014 წლის თებერვალში ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ალ ბუსტანის 21-ე „მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე" გაემგზავრება.
ევროპის საფესტივალო ასოციაციის წევრის, ალ ბუსტანის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის აუდიტორიის წინაშე თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი ამჯერად უკვე მეოთხედ წარსდგება (2011 წლიდან ყოველწლიურად მონაწილეობს ფესტივალში), რაც გასულ წლებში მიღწეული წარმატების დასტურია.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მხარს უჭერს ქართველი ხელოვანების პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.
პროექტი ინიცირებულია ქალაქ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მიერ.
მასალის გამოყენების პირობები