საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) გამოთვლებით, ინტერნეტი საქართველოს მოსახლეობის 45%-სთვის არის ხელმისაწვდომი.
IDFI -ს კვლევაში, რომელიც ორგანიზაციამ GNCC-ის (საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია) მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე მოამზადა, აღნიშნულია, რომ 2013 წლის ოქტომბრის მდგომარეობით სადენიანი ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 434 969-ს უტოლდება.
GNCC-დან მიღებული მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ:
ა) ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობის მზარდი ტენდენციის მიუხედავად, ბოლო წლებში არ შეიმჩნევა სადენიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელის მკვეთრი ზრდა;
ბ) როგორც სადენიანი, ასევე, მობილური ტელეფონის ინტერნეტის შემთხვევაში, ბაზარზე შეინიშნება ორი კომპანიის უპირატესობა;
გ) აბონენტების რაოდენობის მხრივ, თბილისში სადენიანი ინტერნეტ სერვისის მიმწოდებელი კომპანიებიდან ყველაზე დიდ უპირატესობას ფლობს კავკასუს ონლაინი, მაშინ როცა სილქნეტი უფრო მყარ პოზიციებს იკავებს რეგიონებში;
დ) ინტერნეტის გავრცელება ყველაზე დიდი გამოწვევაა საქართველოს რეგიონებისთვის