საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები საქალაქო სამსახურების უფროსებს შეხვდნენ და 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე იმსჯელეს. როგორც ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა რამაზ სულამანიძემ განმარტა, საბავშვო ბაღების დაფინანსება თბილისში თებერვლის თვეშიც გაგრძელდება, თუმცა, ბიუჯეტის არდამტკიცების შემთხვევაში, საბავშვო ბაღებს სერიოზული პრობლემები წარმოექმნებათ.
მისივე ინფორმაციით, ახალი ბაღების მშენებლობის საკითხი დღის წესრიგში კვლავ დგას და ამ ეტაპზე სამშენებლო პროექტების დამუშავება მიმდინარეობს, რის შემდგომ უკვე ბაღების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება.
"ამიტომ სასურველია, ტენდერის გამოცხადებამდე დედაქალაქის ბიუჯეტი დამტკიცდეს, რათა ახალი ბაღების მშენებლობა ახალი სასწავლო წლის ბოლომდე დასრულდეს და პატარები წელს ახალ ბაღებში შეხვდნენ'',-აღნიშნა სულამანიძემ.