7-დან 16 თებერვლამდე, საქართველოში ევროკავშირის პირველი კინოფესტივალი გაიმართება. საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების ხელშეწყობით მნიშვნელოვანი ევროპული ფილმების ჩვენებები მოეწყობა საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი. ფესტივალზე წარმოდგენილი მხატვრული ფილმები კრეატიული გზით გამოხატავს ძირითად ევროპულ ფასეულობებს. ჩვენებები გაიმართება ყოველ დღე 7 დან 16 თებერვლამდე, 14-21 საათამდე.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ფილმების ფესტივალი ორგანიზებულია ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების ხელშეწყობით.