საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს რეგიონებში კულტურის მხარდაჭერის პროგრამა წარმოადგენს.
2013 წელს 15 ქალაქი და მუნიციპალიტეტი (ფოთი, ხულო, მარტვილი, გორი, თელავის (სოფელი კისისხევი), მარნეული, ყვარელი, ლენტეხი ბაღდათი, ყაზბეგი (სოფ. სიონი), კასპი, ახალქალაქი, სენაკი,ლანჩხუთი და დედოფლისწყალო) უკვე აღიჭურვა ტექნიკურ აპარატურით და შესაბამისად გაიხსნა კინოკლუბებიც.
კულტურის სამინისტრო აგრძელებს კინოჩვენებების პროგრამის ხელშეწყობას, სწორედ ამიტომ, კულტურის დაწესებულებების შემოქმედებითი საქმიანობის წინსვლის და კინოსეანსების სისტემატიურად ჩვენების მიზნით, 2014 წლის დასაწყიში საქართველოს 5 მუნიციპალიტეტი (ლაგოდეხი, თიანეთი, ხაშური, ახალგორის (სოფელი წეროვანი), ნინოწმინდა), შესაბამისი ტექნიკური აპარატურით აღიჭურვება.
პროექტი ინიცირებულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ.