ბათუმის მერია C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და სქრინინგის პროგრამას აფინანსებს. პმერიის ინფორმაციით, როგრამა წელს ამოქმედდა და ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალიტეტის მიერ ამ პროგრამის დაფინანსების პირველი პრეცედენტია.
C ჰეპატიტი ბევრად უფრო გადამდები დაავადებაა, ვიდრე აივი და იგი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მოსახლეობის ნაწილს კი, მაღალი ფასების გამო, ხელი არ მიუწვდება დიაგნოსტიკასა და შესაბამის მკურნალობაზე. სწორედ ამის გათვალისწინებით ბათუმის მერიამ შეიმუშავა 57 000-მდე ქულის მქონე 18-დან 50 წლამდე ასაკის პირებისათვის C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და სქრინინგის პროგრამა.
პროგრამა დაავადების ადრეულ გამოვლენასა და გავრცელების სტატისტიკის დადგენას ითვალისწინებს. გათვალისწინებულია ბენეფიციართა სქრინინგი და დიაგნოსტიკური კვლევა _ ანტი-HCV ანტისხეულების, თვისობრივი PCR-ის, ალტ-ს, ასტ-სა და გენოტიპის განსაზღვრა, რომლითაც ხდება დაავადების ზუსტი დიაგნოსტირება. ამის შემდეგ ბენეფიციარს შეეძლება ჩაერთოს C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში.
პროგრამის ბიუჯეტი 135 700 ლარს შეადგენს და 2 ათასი ბენეფიციარის დიაგნოსტიკურ კვლევას ითვალისწინებს