8 თებერვალს 12.00 საათზე, სასტუმრო Holyday inn -ში „მეღვინეობა ხარებასა" და Microsoft ორგანიზებით კონფერენცია - Microsoft Dymanics NAVISION, გაიმართება. Microsoft Dymanics NAVISION-ის მხარდაჭერი „ღვინის ეროვნული სააგენტოა".
„მეღვინეობა ხარებაში" აცხადებენ, რომ სისტემა ბიზნესის მართვის კომპლექსური პროგრამაა, რომელიც ქმნის ერთიან ფუნქციონალურ გარემოს და საშუალებას იძლევა, რომ კომპანიის მართვა განხორციელდეს მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს პრაქტიკის და სტანდარტების გამოყენებით.
„აღნიშნული პროგრამა, აერთიანებს სხვადასხვა საოპერაციო მოდულებს და ამის შედეგად ქმნის შესაძლებლობას პარალელურ რეჟიმში აღირიცხოს და იმართოს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციონალური მიმართულებები, როგორიცაა: ფინანსური მენეჯმენტი, ბუღალტერია, პროდუქციის წარმოება, სოფლის მეურნეობა, სასაწყობე მეურნეობა, გაყიდვები, შესყიდვები, ძირითადი საშუალებების მენეჯმენტი, კარდების მართვა ა.შ.
პროგრამის მომხმარებელი არ არის მხოლოდ ფინანსური დეპარტამენტი და ბუღალტერია, არამედ მასში ჩართულია და მას იყენებს კომპანიის ყველა დეპარტამენტი და ფუნქციონალური რგოლი. ERP-ის მეშვეობით, კომპანიაში არსებული ყველა კრიტიკული ინფორმაცია ერთიან ელექტრონულ ბაზაში იყრის თავს და საშუალებას აძლევს ინფორმაციის მომხმარებლებს (დამფუძნებლებს, მენეჯმენტს, კრედიტორებს, ინვესტორებს, აუდიტორებს და მაკონტროლებელ ორგანოებს) რეალურ დროში მიიღონ მათთვის აუცილებელი ინფორმაცია სხვადასხვა ფორმით და ჭრილში, რაც თავის მხრივ წარმოადგენს ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებელ წინაპირობას"- აცხადებენ „მეღვინეობა ხარებაში".
ERP-ი არის ინსტრუმენტი, რომლის გარეშეც კომპანიის ეფექტური მართვა და დინამიური განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელია.
„მეღვინეობა ხარებამ" აღნიშნული მსოფლიოში აპრობირბული პროგრამა დანერგა და ის არის ერთადერთი კომპანია ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შორის საქართველოსა და კავკასიაში ვინც ნავიჟენის პროგრამას იყენებს. სწორედ ამ წარმატების გამო დაეთმო დიდი ადგილი მსოფლიო პრესაში ღვინის კოპანიას.
უნდა ითქვას, რომ ეს არის ქართული ღვინის კომპანიის წარმატება მსოფლიო თანამედროვე ტექნოლოგიების ბაზაზე.