ყავა რეკორდული ტემპით ძვირდება. ყავის პირველი უმსხვილესი ქვეყანაა ბრაზილიაა და ნებისმიერი მეტეოროლოგიური კატაკლიზმა ბრაზილიაში ავტომატურ ასახვას პოვებს ყავის ფიუჩერსებზე და შესაბამისად ყავის მსოფლიო ბაზარზე.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ნიუ-იორკში არაბიკას მიწოდება, მარტის ფიუჩერსების მიხედვით უკვე 8,5 %-ითაა გაძვირებული და ღირებულება 1 ფუნტ ყავაზე 1,3595 დოლარს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი და ზოგადად ყავაზე ფასის ზრდა 2004 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
სხვა დასახელების ყავა, საუბარია რობუსტაზე, ლონდონში 3,4 %-ით გაძვირდა და მისი ფასი ტონაზე 1839 დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ფასი ლონდონში 2013 წლის აგვისტოშიც დაფიქსირდა.
როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, ერთი თვის განმავლობაში მსოფლიოში ყავა 20 %-ით გაძვირდა და ასეთი დონით ფასების ზრდა 2010 წლის მერე აღარ ყოფილა.