სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" მდინარე ნატანებზე, ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენზე საჰაერო გადასასვლელის რეკონსტრუქცია დაიწყო. სამუშაოებს კორპორაციის დაკვეთით შპს ″გეოლოდი″ აწარმოებს.
საპროექტო მონაკვეთი მდებარეობს მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების 46-ე კმ-ზე.
როგორც „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში" განმარტავენ, მდინარე ნატანებზე წყალდიდობების შედეგად მდინარის კალაპოტმა გადაიწია მარჯვნივ და 2013 წლის აგვისტოში გაწყვიტა გაზსადენის წყალქვეშა მონაკვეთი. ამას მოჰყვა მილსადენის საყრდენებიდან გადაგდება. მნიშვნელოვნად არის წარეცხილი არსებული საჰაერო გადასასვლელის საყრდენები. შექმნილმა სიტუაციამ გამოიწვია გადასასვლელის რეკონსტრუქციის აუცილებლობა. ამჟამად გაზის მიწოდება ავარიის შემდეგ აღდგენილი დროებითი მილსადენით ხორციელდება.
სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები