იანვარი 319 499 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 14,1 %-ით მეტია. შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგნაირია:
ა) ტურისტი - 122 714 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 16,6%);
ბ) ტრანზიტი - 53 241 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 16,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 67%);
გ) სხვა - 143 544 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 45%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 0,5%).
2014 წლის იანვარშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-13,6%), აზერბაიჯანიდან (+21,1%), სომხეთიდან (+44,9%), რუსეთიდან (+54,9%), უკრაინიდან (+72,3%) და ირანიდან (-17%) განხორციელდა.
ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის გაზრდილი მაჩვენებლებით იანვარში გამოირჩენ პოლონეთი, იტალია და ლატვია (შესაბამისად 163%, 16%, და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (31%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (15%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელორუსიისა და მოლდოვას მოქალაქეები 48% და 23%-იანი მატებით.