დღეს, 4 თებერვალს, ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრში პიანისტი ელენა ბაშკიროვა საფორტეპიანო მუსიკის კონცერტს გამართავს.
კონცერტზე პიანისტი შეასრულებს: ფ.ლისტი - "ობერმანის ველი" საფორტეპიანო ციკლი "მოგზაურობის წლები"; "ფრანცისკ ასიზელი" 2 ლეგენდა; ი.ალბენისი - ესპანური სიმღერები; გ. იუსტვოლსკაია - სონატა ფორტეპიანოსთვის No. 5 და პ.ჩაიკოვსკი - წელიწადის დრონი.
ელენა ბაშკიროვა იერუსალიმის მუსიკალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია. წარმოადგენს უდიდესი ტრადიციების მქონე ბაშკიროვების ოჯახს, რომელსაც საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდა. მისი მეუღლე მუსიკალური სამყაროს წარმომადგენელია - პიანისტი დანიელ ბარენბოიმი. მუსიკოსს თან ახლავს ცნობილი იმპრესარიო სონია სიმენაუერი (კლასიკური მუსიკალური სააგენტოს www.impresariat-simmenauer.de ხელმძღვანელი).