გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში ლევან ცუცქირიძის პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს.
ექსპოზიციაზე ლიტერატურის მუზეუმში დაცული ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება „ვეფხისტყაოსნის" ბოლო წლებში (1998-203) შესრულებული ფერადი ილუსტრაციები.
აღსანიშნავია, რომ მხატვარ ლევან ცუცქირიძეს მის მიერ ილუსტრირებულია წიგნი „დათა თუთაშხია".
„ყველა დროის უმშვენიერეს დიდოსტატს, მხატვარს, რომელიც არავის ჰგავს და ვერც ვინმე მიბაძავს... უღრმესი პატივისცემითა და მადლიერებით - ჭაბუა ამირეჯიბი", ეს სიტყვები დაუტოვა სახსოვრად წიგნზე მხატვარს ჭაბუა ამირეჯიბმა.
გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში 15 თებერვლამდე გაგრძელდება.