4 თებერვალს 15:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სააქტო დარბაზში 2013 წლის ევროვიზიის მონაწილეები ნოდი ტატიშვილი და სოფო გელოვანი მედიის საშუალებით საზოგადოებას წარუდგენენ 2014 წლის ქართველ კონკურსანტს.
როგორც ცნობილია, „ევროვიზია 2014"-ი დანიის სამეფოში, კერძოდ კი კოპენჰაგენში გაიმარება.
ევროვიზია წელს 59-ედ ტარდება და მასში მონაწილეობას 37 ქვეყანა მიიღებს, შარშანდელი კონკურსის გამარჯვებული კი დანიელი კონკურსანტი ემილიე დე ფორესტი გახდა