,,დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, 2008 წლის აპრილში აქტიურად იხილებოდა საკითხი აფხაზეთში ომის დაწყების. ამის შესახებ, ბურჯანაძემ საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
,,2008 წლის აპრილში აქტიურად იხილებოდა საკითხი აფხაზეთში ომის დაწყების. მე ვიყავი, პრაქტიკულად, ერთადერთი ადამიანი ვიც ამის კატეგორიული წინაღმდეგი ვიყავი და მიმაჩნია რომ მაშინ ქვეყანას ომი თავიდან ავაცილე. აფხაზეთში ომის დაწყება სრული კატასტროფა იქნებოდა ჩვენი სახელმწიფოსთვის, დიდი ალბათობით დღეს ქვეყანა საერთოდ დაშლილი იქნებოდა", _განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.