„Expo-2020"-ის მზადებისთვის ჩადებულ თანხებს დუბაის მთავრობა ტურისტების ხარჯზე ამოიღებს. წინასწარი გათვლებით, პროექტისთვის 6,45 მლრდ ევროა საჭირო.
„ტურისტული დირხამი" -ესაა ახალი ტურისტული გადასახადის სახელი, რომლის გადახდაც ტურისტს ემირატებში ყოფნისას თითოეული ღამისთვის მოუწევს. კონკრეტულად რა თანხის გადახდა მოუწევს ტურისტს დამატებით, ამ დროისათვის არ კონკრეტდება, თუმცა ცხადია ახალი გადასახადი დუბაის მიმართულებით ტურების ღირებულებას გააძვირებს.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის სასტუმროში გაჩერებული ტურისტი 10 %-იან გადასახადს დუბაის მუნიციპალიტეტს უხდის. დეკემბერში დუბაიში სასტუმროს ნომრის ღირებულება საშუალოს 290 დოლარს შეადგენდა. აღსანიშნავია ისიც, რომ დუბაში ძირითადად 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები ჭარბობს, სადაც ცხადია ნომრის ღირებულება შედარებით მაღალია.
მასალის გამოყენების პირობები