იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის სახლში ადამიანების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას იტალიური კომპანია ვერ იღებს. როგორც საკითხის კომენტირებისას წულუკიანმა განაცხადა თბილისის იუსტიციის სახლის დარბაზში სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და გახსნა გაზაფხულზე იგეგმება.
"იტალიური კომპანიისგან რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ დასკვნა, რომელიც ცალსახად ამბობს, რომ ისინი ვერ აგებენ პასუხს ადამიანის უსაფრთხოებაზე და აქედან გამომდინარე ვერც იმაზე იღებენ პასუხისმგებლობას, თუკი თბილისის იუსტიციის სახლის დარბაზში თანამშრომლები და მოქალაქეები შეშვებული იქნებიან იქ რაიმე სავალალო შედეგს არ ექნება ადგილი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ძლიერმა ქარმა თბილისის იუსტიციის სახლის სახურავი დააზიანა, რის შემდეგ იუსტიციის სახლმა მუშაობა შეწყვიტა.