უკრაინის ქალაქ ოდესასა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა განახლდება, ამის შესახებ ოდესაში საქართველოს კონსულმა მანუჩარ წოწონავამ და ოდესის ოლქის ხელმძღვანელმა ნიკოლაი ტინდიუკმა, ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს.
წოწონავას განცხადებით, პირდაპირი ავიამიმოსვლა თბილისი-ოდესა, ქუთაისი-ოდესას მიმართულებით მნიშვნელოვნად გაადვილებს ორმხრივ ურთიერთობებს როგორც ეკონომიკურ ასევე ტურისტული მიმართულებით. საუბარია იმაზე, რომ მოინახოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები, შესაბამისი რეისების განსახორციელებლად. კონკრეტული თარიღი თუ როდიდან დაიწყება ავიამიმოსვლა ამ დროისათვის არ სახელდება, თუმცა მხარეები დაინტერესებულნი არიან, რომ აღნიშნული პროექტი რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს.