საქართველოდან ექსპორტირებული პომიდორის მოცულობა იზრდება. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2013 წელს საქართველოდან 1,404.4 ათასი ტონა პომიდორის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2012 წელს საქართველოდან სულ 655.2 ათასი ტონა პომიდორი გაიტანეს, ანუ ზრდა 114 %-ია. „საქსტატში" აცხადებენ, რომ 2013 წელს ექსპორტზე 832.8 ათასი დოლარის ღირებულების პომიდორი გაიტანეს, ხოლო 2012 წელს კი - 331.7 დოლარის ღირებულების.
2013 წელს, ისევე როგორც 2012 წელს ქართული პომიდორის ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანია, სადაც 2013 წელს 828.2 ათასი დოლარის ღირებულების 1,383.6 ათასი ტონა პომიდორი გავიდა, 2012 წელს კი 302 ათასი დოლარის ღირებულების 604.6 ტონა პომიდორი.