ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება მძღოლებს წელიწადში 50 ლარი დაუჯდებათ.
ყველა კატეგორიის მანქანის ტექნიკური შემოწმება სავალდებულო 2015 წლის 1 მარტიდან იქნება. ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის ევროსტანდარტებთან შესაბამისობა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებაა, მაგრამ მთავრობის გადაწყვეტილებას ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღებაზე ეკოლოგიური საფუძველიც აქვს.
მანქანების ტექდათვალიერებას გარემოზე გამონაბოლქვის მავნე ზემოქმედების შესამცირებლად არასაკმარისად მიიჩნევენ გარემოს საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები და ისინი საწვავის ხარისხის კონტროლს აუცილებლად მიიჩნევენ.
მასალის გამოყენების პირობები