ბათუმში, გორგილაძის ქ. #42-ში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან 80 წლამდე ქალი გადმოვარდა.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს შემთხვევის შედეგად ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა.
შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 15:35 საათზე შევიდა.