საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის, ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოსადმი.