,,უფლებადამცველთა გაერთიანება'' კატეგორიულად გმობს იმ გაუგებარ და პატივისშემლახველ კამპანიას რომელიც თეატრის მსახიობებისა და რეჟისორების მიმართ წარმოებს საქართველოს სხვადასხვა თეატრებში ახლად დანიშნული სამხატრო ხელმძღვანელების მხრიდან.
,,უფლებადამცველთა გაერთიანების'' ძალისხმევის შედეგად ჭიათურის თეატრიდან განთავისუფლებული ხუთი მსახიობი უკვე აღდგა პირვანდელ პოზიციებზე, მაგრამ განთავისუფლებები კვლავაც გრძელდება. ორიოდე დღის წინ, მსახიობები და რეჟისორი იქნენ განთავისუფლებული ბორჯომის თოჯინების თეატრიდან. თბილისის თოჯინების თეატრიდან განთავისუფლებულ იქნა 42 წლის სტაჟის მქონე მსახიობები: დარია ბრანზბურგი, მარგარიტა გურული და დალი მიროლავა. სამი თვის დანიშნულმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ელენე მაცხონაშვილმა მსახიობები სრულიად უკანონოდ გაანთავისუფლა ხოლო საკუთარი მამა, ბიძა და ძმისცოლი თეატრში სხვადასხვა პოზიციებზე დანიშნა. მიუხედავად იმისა რომ თოჯინების თეატრის დაფინანსება გაიზარდა, მსახიობები ბიუჯეტის სიმცირის მიზეზით გაუშვეს. თოჯინების თეატრში ელენე მაცხონაშვილის მოსვლის შემდეგ შეიქმნა ბევრი პრობლემა მათ შორის ფინანსნსური სახის, რომელთან დაკავშირებითაც უახლოეს დღეებში პროკურატურაში საჩივარი შევა, მსგავსი საჩივარი შეტანილია ჭიათურის თეატრთან დაკავშირებითაც", ", _ნათქვამია არასმთვრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
,,უფლებადამცველთა გაერთიანების'' თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე მოუწოდებს კულტურის სამინისტროს აღმოფხვრას ის უკანონობა და დარღვები რომელიც, საქართველოს თეატრებში ხორციელდება.
,,ის მსახიობები რომლებიც წლებია ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდიდან ფინანსდებოდნენ და დიდ სითბოსა და მხარდაჭერას გრძნობდნენ, რითაც დღევანდელ დღემდე მოაღწიეს. დღეს მსხვერპლნი არიან იმ უგნური პოლიტიკის რომელსაც თეატრის ახალი სამხატრო ხელმძღვანელები ახორციელებენ. გაუგებარია რატომ ეწინააღმდეგებიან კულტურის სამინისტროსა და თეატრის ხელმძღვანელები იმ მიდგომებს და იმ ხედვებს რომელიც წლებია ბიძინა ივანიშვილს ხელოვნების წარმომადგენლებისა და თეატრების მსახიობების მიმართ გააჩნდა", _აცხადებს მჟავანაძე.