პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეჟისორ ოთარ იოსელიანს 80 წლის იუბილეს ულოცავს და მისალოც ტექსტს ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: "ვულოცავ 80 წლის იუბილეს მსოფლიო სახელის რეჟისორს გენიალურ შემოქმედს - ოთარ იოსელიანს. ოთარ იოსელიანის ფილმები სრულიად განსხვავებული ხელწერითა და ორიგინალური სტილით მსოფლიო კინემატოგრაფიის საკუთრებადაა აღიარებული. უკვე წლებია, ქართველ რეჟისორს განსაკუთრებული ადგილი უკავია ევროპულ კინოში. როგორც თავად ამბობს, საქართველოსა და ევროპას შორის კულტურული ველი საერთოა და ამიტომაც არის გასაგები და მისაღები მისი ფილმები ევროპისთვის. ოთარ იოსელიანის ნიჭიერების საყოველთაო აღიარებაა უამრავი ჯილდო, რომელიც მას მიენიჭა მათ შორის მსოფლიოს კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. ოთარ იოსელიანმა არამარტო ქართულ, არამედ მსოფლიო კულტურაში დაიმკვიდრა თავისი საპატიო ადგილი", - ნათქვამია ღარიბაშვილის მილოცვაში.
მასალის გამოყენების პირობები