კიევში ევრომაიდანების ფორუმი მიმდინარეობს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ფორუმზე 46 ევრომაიდანის წარმომადგენელია შეკრებილი. ფორუმზე ნაციონალური თანნხმბის მთავრობის შექმნის პრინციპები, მოლაპარაკებათა პროცესში ხელისუფლებასა და საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის მექანიზმები და სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელისუფლების სისტემის ორგანიზების საკითხები იხილება.
ფორუმის ბოლოს პლენარული სხდომაა დაგეგმილი. მიღებული გადაწვეტილებების შესახებ კი შემაჯამებელი პრესკონფერენციის შემდეგ გახდება ცნობილი.