უკრაინის უშიშროების სამსახურმა ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის შესახებ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყო. განცხადება ამის შესახებ უწყების საგამოძიებო სამმართველოს უფროსი მაქსიმ ლენკომ გააკეთა.
მისივე თქმით, სისხლის სამართლის საქმე შს სამინისტროს მთავარმა საგამოძიებო სამმართველომ აღძრა, თუმცა საქმის გამოძიებას უკრაინის უშიშროების სამსახურის ანალოგიური განყოფილება აწარმოებს.
ლენკო ასევე აცხადებს, რომ მასალები, რომელთა მიხედვითაც სისხლის სამართლის საქმის აძღვრა შესაძლებელი გახდა ოპოზიციური მოძრაობა „ბატკივშინას" ოფისის ცხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
„გამოძიების ხელთ არსებულ მასალებში არის მონაცემები იმის შესახებ, რომ ამ აქციების დაგეგმვის დროს გათვალისწინებული იყო ე.წ. ძალოვანი სცენარით სიტუაციის განვითარება, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების მიერ მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალა უნდა გამოყენებულიყო, რაც ფართო რეზონანსს გამოიწვევდა", - განაცხადა ლენკომ.
მასალის გამოყენების პირობები