დღეიდან, თურქეთში ქართული სანომრენიშნიანის სატრანსპორტო საშუალებების შესვლისთვის, რომელიც სატრანზიტო გადაზიდვას ახორციელებს გადასახადი 113 დოლარია.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს 2014/89769977-Tiflis BE/4211730 ნოტის საფუძველზე, 2014 წლის
1-ლი თებერვლიდან, თურქეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილებით, 113 აშშ დოლარის ან მისი ექვივალენტი თურქული ლირის ოდენობის გადასახადი დაწესდა, ქვეყანაში შესვლის და გამოსვლის დროს ცალ-ცალკე როგორც საპასუხო ზომა მესამე ქვეყანაში სატრანზიტო გადაზიდვების განმახორციელებელი ცარიელი ან დატვირთული ქართული სანომრენიშნიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის.
„ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის" (ECMT) ნებართვით გადასახადი დაწესებულია ქვეყანაში შესვლისა და გამოსვლის დროს ცალ-ცალკე.