საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის ინდუსტრიის გაერთიანების პრეზიდენტ ულრიხ გრილოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს
და უახლოეს მომავალშიქართულ ბაზარზე გერმანული ბიზნესის გააქტიურების შესაძლებლობებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ინდუსტრიის გაერთიანების პრეზიდენტს ქართული საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.