ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ამერიკული ავიასამშენებლო კორპორაციის Boeing-ის აქციების ღირებულება 5,3%-ით გაუფასურდა და ერთი აქციის ღირებულებამ 129,78 დოლარი შეადგინა. აღნიშნული კი მოხდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ 2014 წლისთვის სუსტი პროგნოზი გამოაქვეყნა.
კომპანიის პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს 1 აქციაზე მოგება 7,0-7,20 დოლარი იქნება, თუმცა ექსპერტები წელს 7,57 დოლარიან მოგებას ვარაუდობენ. იმავდროულად კომპანია წელს, 87,5-90,5 მლნ დოლარის შემოსავალს ელოდება, რაც კომპანიისათვის მცირე მაჩვენებელია.
2013 წლის მონაცემებით, კომპანიის წმინდა მოგება 2012 წლის მონაცემებთან შედარებით 18 %-ით გაიზარდა.
2013 წელს Boeing-მა ბაზარს 648 ლაინერი მიაწოდა, თუმცა კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ეს მაჩვენებელი 715-725 ერთეულამდე გაიზრდება.