31 იანვარს, 19:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჯუზეპე ვერდის "ბედის ძალა" პრემიერა გაიმართება.
ოპერა ოთხ მოქმედებად (საკონცერტო შესრულება ) იქნება წარმოდგენილი.
მონაწილეობენ: ტარიელ ჭიჭინაძე, ირინე რატიანი, მაყვალა ასპანიძე, ნიკოლოზ ლაგვილავა, არმაზ დარაშვილი, ოთარ ჯორჯიკია, იამზე გურჩიანი, თეა დემურიშვილი, ვახტანგ ჯაშიაშვილი, ირაკლი მურჯიკნელი და სხვა.
დირიჟორი- ჯანლუკა მარჩანო.