ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს კანონის პროექტი "საფოსტო კავშირის შესახებ" მოამზადა. სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტში გათვალისწინებულია საფოსტო კავშირის სფეროში ჩვენი ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) და ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციების ჰარმონიზაცია. კანონპროექტი განსაზღვრავს საფოსტო მომსახურების სფეროში საქმიანობის ძირითად მიზნებს და პრინციპებს, აღნიშნული სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების შესაბამის ორგანოებს და მათ ძირითად ფუნქციებს, ეროვნული დანიშნული ოპერატორის ფუნქციონირებას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უნივერსალური საფოსტო მომსახურების კუთხით. კანონპროექტის შესაბამისად, ასევე გათვალისწინებულია აღნიშნული სფეროს ლიბერალიზაციის და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ნორმები, მათი პირადი საიდუმლოების დაცვის, საფოსტო უსაფრთხოების, საფოსტო საგადახადო ნიშნების გამოცემისა და სხვა სახის რეგულაციები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში დღემდე არ არსებობდა საფოსტო კავშირის სფეროს მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა და ქვეყანას არ ჰყავდა ეროვნული დანიშნული ოპერატორი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო 1993 წლიდან წარმოადგენს UPU-ს წევრ სახელმწიფოს, რომელშიც თავის მხრივ გაერთიანებულია 192 წევრი სუვერენული სახელმწიფო. როგორც ნათია მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სწორედ ამიტომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, მომზადდა ზემოაღნიშნული კანონპროექტი „საფოსტო კავშირის შესახებ", რომელიც უზრუნველყოფს საფოსტო კავშირის სფეროს სამართლებრივ მოწესრიგებას და ამ კუთხით მომხმარებელთა უფლებების დაცვის გარანტიებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადდა საქართველოს კანონის პროექტი "საფოსტო კავშირის შესახებ", 22 იანვარს მისი პრეზენტაცია და დაინტერესებულ პირებთან საჯარო განხილვა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, შპს "საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის, ასევე საფოსტო კავშირის სფეროში მოქმედი კომპანიების და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები.
სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტში გათვალისწინებულია საფოსტო კავშირის სფეროში ჩვენი ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) და ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციების ჰარმონიზაცია. კანონპროექტი განსაზღვრავს საფოსტო მომსახურების სფეროში საქმიანობის ძირითად მიზნებს და პრინციპებს, აღნიშნული სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების შესაბამის ორგანოებს და მათ ძირითად ფუნქციებს, ეროვნული დანიშნული ოპერატორის ფუნქციონირებას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უნივერსალური საფოსტო მომსახურების კუთხით. კანონპროექტის შესაბამისად, ასევე გათვალისწინებულია აღნიშნული სფეროს ლიბერალიზაციის და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ნორმები, მათი პირადი საიდუმლოების დაცვის, საფოსტო უსაფრთხოების, საფოსტო საგადახადო ნიშნების გამოცემისა და სხვა სახის რეგულაციები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში დღემდე არ არსებობდა საფოსტო კავშირის სფეროს მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა და ქვეყანას არ ჰყავდა ეროვნული დანიშნული ოპერატორი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო 1993 წლიდან წარმოადგენს UPU-ს წევრ სახელმწიფოს, რომელშიც თავის მხრივ გაერთიანებულია 192 წევრი სუვერენული სახელმწიფო. როგორც ნათია მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სწორედ ამიტომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, მომზადდა ზემოაღნიშნული კანონპროექტი "საფოსტო კავშირის შესახებ", რომელიც უზრუნველყოფს საფოსტო კავშირის სფეროს სამართლებრივ მოწესრიგებას და ამ კუთხით მომხმარებელთა უფლებების დაცვის გარანტიებს.