15-30 დეკემბერს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში XVI საერთაშორისო ფესტივალი "საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" გაიმართება.
ფესტივალს გახსნება საფორტეპიანო კონცერტით, ლეონარდო კოლაფელიჩეს (იტალია) მონაწილეობით. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება: კამერული მუსიკის კონცერტი-სიმებიანი კვარტეტი "არპეჯიონე" (საფრანგეთი), ჯაზის საღამო, ვოკალური მუსიკის კონცერტი, კამერული მუსიკის კონცერტი-ნატალია გუტმანის, ირინა კანდინსკაიას და ალა კანდინსკაიას მონაწილეობით, საორგანო მუსიკის კონცერტი,საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი- ჯან-კლოდ პენტიე (საფრანგეთი).
ფესტივალი დახურავს ჰენრიხ და სტაინსლავ ნეიჰაუზების ხსოვნის საღამო.
საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" 1997 წელს დაარსდა. იგი ყოველწლიურად იმართება დეკემბრის მეორე ნახევარში და ორი კვირა გრძელდება