ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები _ პიერ მორელი (ევროკავშირი), ხარლამოს ხრისტოპულოსი (ეუთო) და იოჰან ვერბეკე (გაერო) პროქართულ პოზიციაზე დგანან, აცხადებს ედუარდ კოკოითის ე.წ. წარმომადგენელი პოსტკოფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი.
"თანათავმჯდომარეები ტენდენციურები, არაობიექტურები და მე ვიტყოდი, რომ მთლიანობაში პროქართულები არიან. ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისათვვის, რომ საქართვლოდან მომავალი ნეგატივი დაფარონ. ამასთან ერთად ისინი საერთოდ არ აფიქსირებენ თავის საკუთარ აზრს", _ აცხადებს ბორის ჩოჩიევი.
მისი თქმით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების გარდა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე ზონებში მდგარი ევროკავშირის დამკვირვევებლები მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებიან _ ისინი საერთაშორისო საზოგადოებიდან ფარავენ იმ უმსგავსობებს, რომლიც იქ ხდება.
"ისინი "ვერ ხედავენ" იქ ქართული მხარის მიერ უკანონოდ გახსნილ 35 საგუშაგოს და იმ პროვიკაციებს რომლებიც იქ ყოველდღე ხდება", _ აცხადებს ბორის ჩოჩიევი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები _ პიერ მორელი (ევროკავშირი), ხარლამოს ხრისტოპულოსი (ეუთო) და იოჰან ვერბეკე (გაერო) ცხინვალში ჩავიდნენ და ბორის ჩოჩიევთან შეხვედრა გამართეს.