აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ, მოადგილეებთან და აჭარის სოფლის მეუნეობის მინისტრთან ზაურ ფუტკარაძესთან ერთად ებრაელებს ხანუკას დღესასწაული მიულოცეს.
ებრაელები ხანუკას დღესასწაულზე აღნიშნავენ სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღეს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 165 წელს ებრაელმა ხალხმა იმპერატორ ანტიოქიაზე გაიმარჯვა. ისტორიულად ამ პერიოდში მამაცმა მაკაბიტებმა ბერძნები დაამარცხეს და ისრაელის დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ხანუკა 8 დღე გრძელდება და აღინიშნება 9 სანთლიანი მენორის (ხანუკას) ანთებით.
დღესასწაული ბათუმის სინაგოგაში აღინიშნა, სადღესასწაულო ღონისძიებას მთავრობის წევრებთან ერთად აჭარაში მცხოვრები ებრაელები ესწრებოდნენ.