აჭარაში, ქედის რაიონის სოფელ ზვარეთში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. მოწყვეტილმა მიწის მასამ მიკროავტობუსი მოიყოლა, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მეწყერის შედეგად ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე საავტომობილო მიმოსვლა შეწყვეტილია და ამ დროისთვის შესაბამისი სამსახურები სავალი ნაწილის გაწმენდაზე მუშაობენ.
დილიდან ასევე გადაუღებლად თოვს ხულოსა და შუახევში.