მოვლენები უკრაინაში გვახსენებს, არა რევოლუციას, არამედ დარბევას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთში განაცხადა.
პუტინმა განაცხდა, რომ ამჟამად უკრაინაში მიმდინარე აქციები 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადდებოდა.
„ეს ნაკლებად უკავშირდება უკრაინისა და ევროკავშირის ურთიერთობებს, რადგან არავინ გაისარჯა ჩაეხედა უკრაინასა და ევროკავშირს შორის, სავარაუდოდ, გასაფორმებელ ხელშეკრულებებში", - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტი მიჩნევს, რომ იმას რაც კიევის ქუჩებში ხდება არავითარი საერთო ევროკავშირთან არ აქვს - ეს შიდაპოლიტიკური პრობლემებია.
„ეს კარგად მომზადებული აქციაა", - განაცხადა პუტინმა და დასძინა, - „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კიევში ვითარება დასტაბილურდება. როგორც არ უნდა იყოს უკრაინის არჩევანი რუსეთი მას მხარს დაუჭერს".
მასალის გამოყენების პირობები