უკრაინის შს ყოფილი მინისტრი, ოპოზიციის ლიდერი იური ლუცენკო, ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
"ჩვენ ვგრძნობთ თბილისის მხარდაჭერას აქ, მაიდანზე და მადლობას მოვახსენებთ ჩვენს ქართველ მხარდამჭერებს. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით და დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირი გახდება ჩვენი საერთო სახლი", - განაცხადა ლუცენკომ "მოამბის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას.
მისივე თქმით, უკრაინის პოლიციამ იგრძნო, რომ ის შავბნელი მიზნებისათვის გამოიყენეს.
მასალის გამოყენების პირობები